LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფერადი კონცერტები“ ბათუმში დღეს დაიწყება

120

დღეს, 20:00 საათზე, ბათუმში „ფერადი კონცერტები“ იწყება. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

სამი დღის განმავლობაში,  საოცრებათა პარკში ბათუმელებსა და ქალაქის სტურებს საშუალება აქვთ ადგილობრივი და მოწვეული ბენდების კონცერტებს დაესწრონ. ხვალ, კი კონცერტების პარალელურად საოცრებათა პარკში ფერების ფესტივალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა სამ წლამდე ბავშვების გარდა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

საოცრებათა პარკში მისული სტუმრების განწყობაზე შემდეგი მუსიკალური ბენდები და დიჯეები  იზრუნებენ: Black Sea, Sound Lab, Killages, Melomaniak, ASEA SOOL, MokuMoku,  ლაშა გურული, ლაშა ბაბუაძე, Road Radio, Groovephonics, The Black Marrows, A2k, ZaZa.  „ფერადი კონცერტები“ ბათუმში  კვირას დასრულდება.

ფესტივალის პროგრამა:

20 ივლისი 20:00-დან

▪ Black Sea
▪ Sound lab
▪ Killages
▪ Lasha Guruli

21 ივლისი 19:00-დან “ფერების ფესტივალი»

▪ Lasha Babuadze
▪ Road Radio
▪ Groovephonics
▪ The Black Marrows
▪ A2k

22 ივლისი 20:00-დან

▪ Melomaniakk
▪ ASEA SOOL
▪ MokuMoku
▪ Zaza

წელს, ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ფესტივალებისა და კონცერტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მხოლოდ ივლისში, ბათუმში 60-ზე მეტი კულტურულ-გასართობი ღონისძიება იმართება. მათ შორის გამორჩეულია შავი ზღვის ჯაზფესტივალი, რომელიც გუშინ როკის ლეგენდის რობერტ პლანტის კონცერტით გაიხსნა და 22 ივლისამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები