LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერერო რჩება: რას ფიქრობენ კომპანიაში ქართული მიწის რეგულაციებზე?

241

”ფერერო” საქართველოში რჩება. კომპანიაში ფიქრობენ, რომ მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა საქართველოში მათ საქმიანობას პრობლემას არ შეუქმნის. როგორც გადაცემა ”საქმის კურსს” Ferrero International-ის სტრატეგიული ბიზნეს ერთეულების მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა ალდო უვამ განუცხადა, კომპანია ძირითადად ფოკუსირებულია არა სასოფლო სამეურნეო კომპანიად ჩამოყალიბებაზე, არამედ კომპანიაზე, რომელიც მაღალხარისხიან პროდუქტს აწარმოებს.

“კომპანია ”ფერეროს” მიზანია, ხელი შეუწყოს ფერმერებს თხილის კულტივაციაში და გარკვეულწილად, მაგალითიც იყოს მათთვის. ცხადია, საქართველოს ბაზარზე პოზიციონირების გასაუმჯობესებლად ”ფერერო” არ დაიშურებს თანხებს ინფრასტრუქტურისთვისთის, განსაკუთრებით კი თხილის საშრობი და შენახვის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს, ჩვენ ვრჩებით ქართულ ბაზარზე და მეტიც, საინტერესო სამომავლო გეგმები გვაქვს. ჩვენ საქართველო მოგვწონს და ვინტერესდებით ამ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალით”, – აცხადებს ალდო უვა ”საქმის კურსთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ცვლილება, რომელიც საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო დოკუმენტში განხორციელდება უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, არ არის რეტროაქტიული, ანუ არ ეხება არსებულ მიწის საკუთრებას სხვადასხვა უცხოელი მოქალაქეების მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები