LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფერეროს” გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ყველაზე პროდუქტიული აღმოჩნდა

45

„ფერერო” საქართველოსათვის საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის არა ერთ-ერთი, არამედ, ალბათ ყველაზე ეფექტური მაგალითია; ეს არის კომპანია უდიდესი გამოცდილებით, რომლის გამოცდილებისა და ტექნოლოგიის გაზიარება ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული აღმოჩნდა საქართველოსათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფერეროს სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის, როგორც პრიორიტეტული სფეროს განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და თხილის ექსპორტის დიდ პოტენციალზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივისა და Heritage Foundation-ის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალია, ხოლო კორუფციისგან თავისუფლების კუთხით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა, გამოირჩევა სტაბილურობითა და განჭვრეტადი მომავლით, რაც ნებისმიერი ბიზნესისთვის უმთავრესია.

პრემიერმა, სიტყვით გამოსვლისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე და მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად განათლების სისტემა დაასახელა.

„ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ მოთხოვნაზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების სისტემა. ამასთან, მიზნად ვისახავთ, პროფესიული განათლების სასარგებლოდ შევცვალოთ ძალიან არაჯანსაღი განსხვავება უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობას შორის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები