LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერმერთა ასოციაცია მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერებაზე მუშაობს

424

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, პროექტის „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ფარგლებში, ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან ერთად ტრენინგი ჩაატარა.

პროექტის მთავარი მიზანი დარგობრივი ბიზნესასოციაციებისა და ბიზნესის მხარდამჭერი სხვა ტიპის ორგანიზაციების ორგანიზაციული გაძლიერებაა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, კახეთში სამდღიანი ტრენინგი გაიმართა. ტრენინგი გათვალისწინებული იყო სოფლის მეურნეობის დარგში არსებული დარგობრივი ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე დაკავშირებული არიან მცირე და საშუალო მეწარმეებთან და ფერმერებთან.

საქართველოს მასშტაბით ტრენინგში 40-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგის დასრულების შემდეგ შეირჩა ხუთი ორგანიზაცია, რომელთაც ტრენერები, ორგანიზაციის გაძლიერების მიზნით, გაუწევენ კონსულტაციებს.

„პროექტის მთავარი მიზანია, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების გაძლიერება. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ორგანიზაციის მართვის, ადვოკატირების, ფონდების მოძიების, სერვისების შემუშავებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე. თავის მხრივ, ტრენინგში მონაწილე ორგანიზაციები შეძლებენ შემდგომში დაეხმარონ და გააძლიერონ მცირე და საშუალო მეწარმეები და ფერმერები,“-აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელმა,  პროექტის კოორდინატორმა საბა მესხმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები