LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, აჭარაში სამდღიანი ტრენინგი გაიმართა

73

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ,  „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ პროექტის ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ტრენინგების სერია დაასრულა. 

პროექტის მთავარი მიზანი დარგობრივი ბიზნეს ასოციაციებისა და ბიზნესის მხარდამჭერი სხვა ტიპის ორგანიზაციების ორგანიზაციული გაძლიერებაა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, აჭარაში სამდღიანი ტრენინგი გაიმართა. ტრენინგი გათვალისწინებული იყო სოფლის მეურნეობის დარგში არსებული დარგობრივი ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე დაკავშირებული არიან მცირე და საშუალო მეწარმეებთან და ფერმერებთან. საქართველოს მასშტაბით ტრენინგში 40-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელმა  მიიღო მონაწილეობა. ტრენინგის დასრულების შემდეგ შეირჩა ხუთი  ორგანიზაცია, რომელთაც ტრენერები, ორგანიზაციის გაძლიერების მიზნით, გაუწევენ კონსულტაციებს.

„პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ტრენინგები ჩატარდა ორ სერიად. პირველი სერია ეხებოდა DCFTA-ს და ევროკავშირში ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს. ხოლო მეორე სერია – ორგანიზაციის მართვის, ადვოკატირებისა და სერვისების შემუშავების საკითხებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ, პროექტის ფარგლებში გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, რომლის მთავარი მიზანი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების გაძლიერება და DCFTA-ის საკითხებში მცირე და საშუალო მეწარმეების დახმარებაა,“ – აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელმა,  პროექტის მენეჯერმა ქეთევან გოგოჭურმა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები