LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფესტივალი „საჩუქარი“ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება

119

13 ოქტომბერს, 13 საათზე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ფოიეში ფესტივალ „საჩუქრის“ პრესკონფერენცია გაიმართება. წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი პროგრამა, რომელსაც ქართველი მაყურებელი ერთი თვის განმავლობაში გაეცნობა – ეს იქნება საინტერესო პერფორმანსები გერმანიიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

ქართულ თეატრალურ სივრცეში საშუალება გექნებათ, იხილოთ ევა იერბაბუენას, დიმიტრი კრიმოვის, რიმას ტუმინასის, სერენა სინიგალიას, მიკელე პანელას საუკეთესო დადგმები. ფესტივალის ფარგლებში,  იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, წარმოდგენილი იქნება პროგრამა „ფოკუსშია იტალია“, თუმანიშვილის თეატრის საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს თემო გოცაძისა და მანანა მენაბდის პერსონალურ გამოფენებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები