LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფესტივალი “სტარტი” პირველად საქართველოში

53

თბილისი მუსიკისა და ხელოვნების ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალ “სტარტს” პირველად უმასპინძლებს.

ფესტივალი მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის პატრონაჟით ტარდება და მისის ორგანიზატორია “სტარტფესტი”. საკონკურსო ტურები და გალა კონცერტი მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართება, ხოლო მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ჟიურის წევრები შეაფასებენ.

კონკურს-ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქორეოგრაფიული და სასიმღერო ნომრები. მონაწილეობას 6-დან 17 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იღებენ. ქართველ კონკურსანტებთან ერთად ხუთი ქვეყნის კონკურსანტებს ვიხილავთ.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან გალა კონცერტზე, რომელსაც საქველმოქმედო ხასიათი ექნება და მაყურებელი ცნობილ ქართველ შემსრულებლებსაც იხილავს.

“სტარტის” ანალოგი ყოველწლიურად უამრავ ქვეყანაში წარმატებით ტარდება და საშემსრულებლო ტურის გარდა სხვადასხვა ღონისძიებებს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები