LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიდელ კასტროს სახელობის ქუჩები, ჯილდოები,ტიტულები არ იარსებებს

113

კუბის პარლამენტმა აკრძალა გარდაცვლილი ლიდერის სახელის გამოყენება რომელიმე ქუჩის, ან სხვა ობიექტების დასახელებად. „ბიბისის“ ინფორმაციით, იკრძალება ფიდელ კატროს სახელობის წოდებების, ან ჯილდოების დაწესებაც.

კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ აღნიშნა, რომ მისი ძმა პიროვნული კულტების წინააღმდეგი იყო და ახალი კანონი მისი ნებას გამოხატავს.

ფიდელ კასტრო 26 ნოემბერს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1959 წლის 1 იანვარს ამბოხებულების არმია, კასტროს ხელმძღვანელობით ჰავანაში შევიდა, ცოტა ხანში კი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის კუბის პრემიერ-მინისტრი გახდა.

კასტრო კუბას თითქმის 50 წლის მანძილზე მართავდა, 2008 წელს კი უფლებამოსილება ძმას, რაულს გადასცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები