LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიელდის პრემიის ლაურეატი კონსტანტინ სმირნოვი „იავნანას“ ესტუმრა

42

რამდენიმე დღეა, თბილისს ჟენევის უნივერსიტეტის ცნობილი პროფესორი, ფიელდის პრემიის ლაურეატი (Fields Medal), მათემატიკოსი კონსტანტინ სმირნოვი და მისი მეუღლე, პროფესორი ტატიანა სმირნოვა  სტუმრობენ.

3 მაისს მათ „იავნანას სალონმა“ უმასპინძლა, სადაც  ფონდის სტიპენდიატის, ვენის პიანისტთა კონკურსის ლაურეატის, სანდრო გეგეჭკორის  კონცერტს დაესწრნენ და ფონდის საქმიანობით დაინტერესდნენ:

„არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებაა,  ჩვენი სტუმრობა საქართველოში  ბევრად უფრო საინტერესო და უჩვეულო გახდა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ფონდის საქმიანობას გავეცანით.

„იავნანას“ შესახებ ჩვენი შვეიცარელი მეგობრებისგან შვიტყვეთ, ისინი წლებია, თანამშრომლობენ ფონდთან. ასევე გვქონდა პატივი პირადად შევხვედროდით ბატონ პაატა ბურჭულაძეს. რამდენი რამ შეძლო ფონდმა 14 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრს ნიშნავს ასეთი მასშტაბური კულტურული პროექტების განხორციელება ნებისმიერი ქვეყნისთვის,  მაგრამ კიდევ უფრო დასაფასებელია ახალგაზრდებთან მუშაობა და მათი მხარდაჭერა. საერთო წარმატებას სწორედ ახალგაზრდა, განათლებული თაობა განაპირობებს. მინდა ვისურვო, რომ ბევრჯერ გავიგოთ მათი სახელები დიდი სცენებიდან, მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებიდან,  საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან.“ – აღნიშნა კონსტანტინ სმირნოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები