LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფა ახალი რევოლუციისთვის ემზადება: ზამთარი არ იქნება, ფული გაკონტროლდება

86

ფიფა ცვლილებებს გეგმავს: ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაუქმდება, ხოლო იჯარებზე შეზღუდვები დაწესდება და მთავარი – განისაზღვრება ანაზღაურება.

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო რევოლუციური პროექტის განხორციელებას აპირებს, რომლის თანახმად მკაცრად გაკონტროლდება ფინანსები.

ჯანი ინფანტინოს გეგმა 11 პუნქტისგან შედგება, მისი განხილვა კი 28 თებერვალს ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მოხდება.

ცნობილია, რომ ინფანტინოს გეგმის ერთ-ერთ მთავარ პუნქტს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაუქმება წარმოადგენს. მისი მტკიცებით, ტრანსფერები ისეთ დროს უნდა განხორციელდეს, როდესაც შიდა ჩემპიონატები დასრულებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები