LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფა მსოფლიოს ბერავს: ყატარში შეიძლება 48 გუნდი ჩავიდეს

67

უახლოეს ხანებში ყატარი და ფიფა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მოაწილეთა რაოდენობის 32-დან 48 გუნდამდე გაზრდის საკითხს განიხილავენ.

ცოტა ხნით ადრე ფიფას თხოვნით სამხრეთამერიკული ქვეყნების წარმომადგენლებმა მიმართეს. მათ სურდათ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას მუნდიალის გაფართოების პროცესი დაეჩქარებინა. როგორც მოგეხსენებათ, თავიდან მსოფლიო პირველობის მონაწილეთა 48 გუნდამდე გაზრდა 2026 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა შესაძლოა ახლა ეს 4 წლით ადრე მოხდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებები ძალაში შევა, მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების რაოდენობა 64-დან 80-მდე გაიზრდება.

”იქამდე, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ, საჭიროა თემის განხილვა, ასევე ხარჯების დათვლა. ბუნებრივია მსოფლიო ჩემპიონატის მოაწილეთა სიის გაზრდის შემთხვევაში ხარჯებიც გაიზრდება”, – ციტირებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წარმოამდგენლის სიტყვებს ESPN.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ნოემბერ-დეკემბერში, ყატარის 8 სტადიონზე ჩატარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები