LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფა რუსეთის მუნდიალისთვის 2 მილიარდს ხარჯავს

30

ფიფას ინვესტიცია მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ორგანიზებაში 2 მლრდ დოლარს აღწევს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ შეაფასა 2018 წლის მუნდიალის ორგნიზებისათვის გაწეული ხარჯები, რომელიც რუსეთში გაიმართება. თანხამ 1,948 მლრდ დოლარი შეადგინა.

ამის შესახებ ნათქვამია ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ფინანსურ ანგარიშში. საპრიზო ფონდზე 400 მლნ დოლარი დაიხარჯება, სატელევიზიო კონტენტზე 241 მილიონი

ვარაუდობენ, რომ იმ კლუბებს, რომელთა რიგებშიც ჩემპიონატის მონაწილეები ითამაშებენ, ჯამში 209 მლნ დოლარს გადაუხდიან.

რუსეთი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტი ფიფამ ჯამში 99 მლნ დოლარით დააფინანსა, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის გაწეული ხარჯები კი ბოლო მონაცემებით 11,2 მლრდ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები