LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფა ვიდეორეფერის სისტემას კონფედერაციის თასზე გამოცდის

93

ფიფა ვიდეორეფერის სისტემას კონფედერაციის თასზე გამოიყენებს და არ არის გამორიცხული იგივე მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატზეც გააკეთოს.
რუსეთი ინოვაციების ადგილი ხდება.

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთში გასამართ კონფედერაციის თასზე გამოიყენება არბიტრების ვიდეოდახმარების სისტემა (VAR).

ინფანტინომ აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიზანია – ვიდეოასისტენტის გამოყენება მსოფლიო ჩემპიონატზე. საამისოდ სისტემა მომდევნო წლის მარტში უნდა დაამტკიცონ.

სისტემა VAR 2016 წლის დეკემბერში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამოსცადეს.

კონფედერაციის თასი 17 ივნისიდან 2 ივლისამდე მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ყაზანსა და სოჭში გაიმართება.
2018 წლის მსოფლიო პირველობა კი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე რუსეთის 11 ქალქის 12 სტადიონზე ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები