LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფამ პუტინს უარი უთხრა: ყველაფერი ძველებურად იქნება

84

ვლადიმირ პუტინის მოთხოვნაზე, გაეზარდათ ყველაზე იაფფასიანი ბილეთების რაოდენობა, რომელსაც მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები შეიძენდნენ – ფიფამ კატეგორიული უარი განაცხადა.

ფიფას გენერალური დირექტორის ფატმი სამურის მტკიცებით, ორგანიზაცია არანაირი ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს და მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთები კვლავ ძველებურად გაიყიდება.

“რაოდენობა, ისევე როგორც ღირებულება, იგივე რჩება. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დასასწრები ყველაზე იაფფასიანი ბილეთი 1250 რუბლი (21.7 დოლარი) ეღირება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გავმართეთ. აღებული ვალდებულებები ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. საქმე ეხება მე-4 კატეგორიის 350 ათას ბილეთს, რომელიც მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები