LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილარმონიასთან დაჭრილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია

66

ფილარმონიასთან გუშინ დაჭრილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. ინგოროყვას კლინიკაში განაცხადეს, რომ პაციენტს გაუკეთდა ოპერაციული ჩარევა და მკურნალობას საავადმყოფოს ქირურგიულ დეპარტამენტში განაგრძობს. მას გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა. საავადმყოფოში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

მოზარდი კლინიკაში გუშინ ღამით მიიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები მხრის და ფეხის არეში ბასრი საგნით ჰქონდა მიყენებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები