LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილერი, ბოტოქსის ინექციები და აკვა აერობიკა – „ესთეტიკ სერვისში” ფასდაკლებებია

1712

კლინიკა ”ესთეტიკ სერვისი” მომხმარებელს მიმდინარე თვის ბოლომდე და ასევე შემდგომ პერიოდში, გარკვეული სახის ფასდაკლებებს სთავაზობს.

კლინიკაში ყველა კოსმეტოლოგიური პროცედურა ტარდება, დაწყებული პლასტიკური ქირურგიით, დასრულებული: მასაჟით, აკვა აერობიკით, ცურვით და სხვა გამაჯანსაღებელი პროცედურებით.

როგორც ”ფორტუნას” ”ესთეტიკ სერვისის” მარკეტინგის მენეჯერმა, ქეთი მამაცაშვილმა განუცხადა, კლინიკა განსაკუთრებულ აქცენტს პრეპარატების ხარისხზე, ჰიგიენურ ნორმებსა და კვალიფიციურ პერსონალზე აკეთებს.

”ჩვენთან მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ყველა იმ პროცედურით, რომელიც სახის გაახალგაზრდავებასა და გალამაზებს უწყობს ხელს, მათ შორის: ტუჩის კორექცია, პერმანენტული მაკიაჟი, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია. ამასთან, ჩვენთან შესაძლებელია ლაზერული ეპილაციის გაკეთება, გვაქვს ამერიკული წარმოების ახალი აპარატი. რაც მთავარია, ”ესთეტიკ სერვისში” ყველა ჰიგიენური ნორმა დაცულია. სანიტარული ნორმები შეესაბამება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილ ნორმებს”, – აღნიშნა ქეთი მამაცაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ”ესთეტიკ სერვისი” მუდმივად ზრუნავს საკუთარი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ”ჩვენი დერმატო-კოსმეტოლოგები მუდმივად გადიან სტაჟირებას უცხოეთის კლინიკებში, იმისთვის, რომ პაციენტებს შევთავაზოთ ბევრად მაღალი ხარისხი”, – დასძინა მამაცაშვილმა.

როგორც ”ესთეტიკ სერვისის” მარკეტინგის მენეჯერი ამბობს, კლინიკა საკუთარ მომხმარებელს პერიოდულად ფასდაკლების აქციებითა და განსაკუთრებული შეთავაზებებითაც ანებივრებს. მაგალითისთვის, აპრილის ბოლომდე კლინიკაში ე.წ ფილერზე შესაძლებელია 30%-იანი ფასდაკლების მიღება. კლინიკაში მიმდინარეობს აქცია ბოტოქსის ინექციებზეც, ე.წ დისპორტზე.

”მხოლოდ ოთხშაბათობით ჩვენს კლიენტებს შესაძლებლობა აქვთ ბოტოქსის ინექციები 15 ლარის ნაცვლად 11 ლარად მიიღონ. ეს აქცია მარტო აპრილის თვე არ ეხება, გაგრძელდება მომავალშიც. ასევე ხანგრძლივი პერიოდით გვაქვს აქცია გამოცხადებული აკვა აერობიკაზე – შუა დღის საათებში, ყოველ სამუშაო დღეს, 150 ლარის ნაცვლად აკვა აერობიკა ჩვენთან 100 ლარი ღირს”, – განმარტა ქეთი მამაცაშვილმა.

ცნობისთვის, ”ესთეტიკ სერვისი” ქართულ ბაზარზე 2006 წლიდანაა წარმოდგენილი. კლინიკა თბილისში, კოსტავას 67 ნომერში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები