LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილიპინებში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

104

ფილიპინებში სტიქიას ებრძვიან. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს ძლიერი ტროპიკული შტორმი სახელწოდებით”კაი ტაკი” დაატყდა თავს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.გადაუღებელმა წვიმებმა დასახლებულ პუნქტებში მასშტაბური წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რის გამოც  10 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია და სპეციალურ თავშესაფარში გადაყვანა გახდა საჭირო.

სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 2 წლის ბავშვიც. ქარის სიჩქარე ფილიპინებში საათში 80 კმ-ს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ სტიქიას ფილიპინების ამავე რეგიონებში 2013 წელს 8 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები