LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმები ნამდვილი გურმანებისთვის უგემრიელესი კერძების რეცეპტებით

„ჯული და ჯულია: ვამზადებთ ბედნიერებას რეცეპტით“ (Julie & Julia) – სახალისო ბიოგრაფიული დრამა ლეგენდარულ კულინარს ჯულია ჩაილდს და მის თაყვანისმცემელს, ახალგაზრდა ჯული პაუელს ეძღვნება, რომელმაც საკუთარი კერპის რეცეპტების წიგნიდან 524 დღეში თითქმის ყველა კერძის გაკეთება მოსინჯა.

„სანელებლები და ვნებები“ (The Hundred-Foot Journey) –  ლასე ჰალსტრომის კომედიაში ინდოელ ემიგრანტთა ოჯახი საკუთარ კაფეს ხსნის და თამამად ებმება კონკურენციაში პრესტიჟულ ფრანგულ რესტორანთან.

„მზარეული პრეზიდენტისთვის“ (Les saveurs du Palais) – ფრანგული კომედია კატრინ ფროს მონაწილეობით, იღბლიან ქალბატონზეა, რომელსაც ბედმა გაუღიმა, როცა პრეზიდენტის პირადი მზარეული გახდა და ქვეყნის „მთავარი სამზარეულო“ ჩაიბარა.

„მზარეული ბორბლებზე“ (Chef) – რეჟისორისა და მსახიობის ჯო ფავროს კომედია, ნიჭიერ შეფ-მზარეულზეა, რომელიც ცნობილი კულინარიული კრიტიკოსის ნეგატიური შეფასებით გულდაწყვეტილი, რესტორანს ტოვებს და საკუთარ საქმეს უგემრიელესი ჰამბურგერების მომზადებით იწყებს.

„გახუხული პური“ (Toast) – პატარა ნაიჯელს უცნაური ჰობი აქვს – ყოველ ღამე ორიგინალურ რეცეპტებს ეძებს კულინარიულ წიგნში, რადგან მის დედას კერძების მომზადების არც სურვილი აქვს, არც განსაკუთრებული ნიჭი და ოჯახსაც მხოლოდ გახუხული პურით კვებავს.

„რატატუი“ (Ratatouille) – სახალისო მულტიპლიკაციური ფილმი დახვეწილი გემოვნებით და იშვიათი კულინარიული ნიჭით დაჯილდოვებულ თაგუნაზეა, რომელიც მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის წყალობით აღწევს წარმატებას.

„მიმტანი გოგონა“ (Waitress) – ახალგაზრდა მიმტანი ქალის ცხოვრება, რომელიც მოთმინებით უძლებს ყველა ცხიოვრებისეულ სირთულეს, რადიკალურად იცვლება, როცა ქალაქში სიმპათიური ექიმი ჩამოდის.

„ცხოვრების გემო“ (No Reservations) – ნიუ-იორკის რესპექტაბელური რესტორნის ზედმეტად მომთხოვნი  შეფ-მზარეული, რომელიც მხოლოდ სამსახურით ცხოვრობს, მეტად რთულ მისიას – გარდაცვლილი დის შვილის აღზრდის იღებს საკუთარ თავზე და სერიოზულ პრობლემებსაც აწყდება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები