LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმები, რომელთა ნახვის შემდეგ მოგზაურობა მოგინდებათ

„პლაჟი“, ტაილანდი

დღეს ნებისმიერს თავისუფლად შეუძლია პხი-პხის კუნძულზე, მაია ბეის ყურეში არდადეგების გატარება, თუმცა როცა დენი ბოილი თავის ფილმს იღებდა, ტაილანდი ეგზოტიკად და ბევრისთვის მიუღწეველ ოცნებად ითვლებოდა.

„ნათლიმამა“, სიცილია

მაიკლ კორლეონეს იძულებითი არდადეგების კადრები სიცილიაზე, კინოს ისტორიაში დღემდე ყველაზე კოლორიტულ ეპიზოდებად რჩება, მაყურებელს კი, საშუალება აქვს დატკბეს იტალიის მშვენიერი პეიზაჟებით.

 „მატარებელი დარჯილინგის მიმართულებით“, ინდოეთი

სამი ძმის ხანგრძლივი მოგზაურობა ინდოეთში, ნებისმიერს გაუჩენს ქვეყნის მონახულების  სურვილს. მით უფრო, რომ უეს ანდერსონმა მტვრიან ლანდშაფტებსა და ხალხით გაჭედილ მატარებლებშიც შეძლო ხალისიანი განწყობის შექმნა.

„თარგმანში დაკარგული“, ტოკიო

სოფია კოპოლას ფილმი ზუსტად გადმოსცემს იმ გრძნობას, რომელიც უცხო ქვეყანაში მარტოდ დარჩენილ ადამიანს უჩნდება – ფანტასტიკური ხედები, უცნაური მენიუ რესტორანში და ნეონით განათებული ქუჩები – მოგზაურობის მოყვარულს იქ გამგზავრებას აიძულებს, სადაც ყველაფერი უცნობია.

„მანჰეტენი“, ნიუ-იორკი

ვუდი ალენის 1979 წლის რომანტიკული კომედია დღესაც მის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება, სადაც მთავარი პერსონაჟის პირადი ცხოვრება მშვენიერი მანჰეტენისა და ცენტრალური პარკის კადრების ფონზე ვითარდება.

„გზის პირას“, კალიფორნია

ორ მეგობართან ერთად ამერიკის ღვინის წარმოებით განთქმულ რეგიონებში მოგზაურობით, ცნობილ ვენახებსაც დაათვარიელებთ და კალიფორნიის მზეზეც გათბებით.

 „ნიჭიერი მისტერ რიპლი“, იტალია

მართალია, გვინეტ პელტროუსა და ჯუდ ლოუს სიყვარულის ისტორია მათრობელა ზაფხულის, მშვენიერი რომისა და სან-რემოს მდიდრული ინტერიერისა და ხალხმრავალი კაფეების ფონზე ტრაგიკულად სრულდება, მაგრამ ეს სულაც არაა მიზეზი უარი თქვათ იტალიაში მოგზაურობაზე.

 „დედაშენიც…“, მექსიკა

ალფონსო კუარონის როუდ-მუვი ორი მოზარდის მოგზაურობაა მექსიკაში, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა კონტრასტს ქმნიან მშვენიერ პლაჟებსა და პროვანსულ პეიზაჟებთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები