LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმები, რომელთა წყალობით მერილ სტრიპს „ოსკარის“ მიღება შეეძლო 

„საიდუმლო დოსიე“ (The Post, 2017) 

როლი – კეტრინ გრემი, გაზეთის The Washington Post გამომცემელი, 2018 წლის „ოსკარის“ ნომინაცია. ფილმის სიუჟეტი – სკანდალური მასალის გამოქვეყნების სურვილით The Washington Post-ის გამომცემელი კეტრინ გრემი და რედაქტორი ბენ ბრედლი საიდუმლო დოკუმენტების ასლის ხელში ჩაგდებას ცდილობენ, მაშინ როცა შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო სხვა ცნობილ გაზეთს The New York Times ადანაშაულებს სახელმწიფო საიდუმლოების გათქმაში. ჟურნალისტები საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე არიან – შეასრულონ პროფესიული მოვალეობა თუ ლოიალურობა გამოუცხადონ თეთრ სახლს.

„აგვისტო“ (August: Osage County, 2013)

როლი – ვიოლეტ უესტონი, უზარმაზარი ოჯახის დედა, 2014 წლის „ოსკარის“ ნომინაცია. ფილმის სიუჟეტი – მამის გარდაცვალების შემდეგ მშობლიურ სახლში უესტონების დიდი ოჯახის წევრები იყრიან თავს და ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევას იწყებენ.

„ჯული და ჯულია“ (Julie & Julia, 2009)

როლი – ჯულია ჩაილდი, ცნობილი მზარეული და კულინარიული წიგნის ავტორი, 2010 წლის „ოსკარის“ ნომინაცია. ფილმის სიუჟეტი – ახალგაზრდა ჯული პაუელი, რომელიც დიდხანს ცხოვრობდა ოფისის მოსამსახურის უინტერესო ცხოვრებით, ურთულეს მისიას იღებს საკუთარ თავზე და ერთ წელიწადში 524 კერძის მომზადებას აპირებს ჯულია ჩაილდის ცნობილი კულინარიული წიგნიდან.

„მედისონის ოლქის ხიდები“ (The Bridges of Madison County, 1995) 

როლი – ფრანჩესკა ჯონსონი, ფერმერის მეუღლე და ორი შვილის დედა, 1996 წლის „ოსკარის“ ნომინაცია. ფილმის სიუჟეტი – ფრანჩესკას მოწყენილ და მონოტონურ ცხოვრებაში მოულოდნელად იჭრება ფოტოგრაფი რობერტი. წყვილი სწრაფად პოულობს საერთო ენას, თუმცა სიყვარულისთვის, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდნენ, მათ მხოლოდ ოთხი დღე აქვთ.

„აფრიკიდან“ (Out of Africa, 1985)

როლი – კენიაში მოგზაური კარენ ბლიქსენი, 1987 წლის „ოსკარის“ ნომინაცია. ფილმის სიუჟეტი – ოჯახური წყვილი ფერმის შესაძენად მიემგზავრება კენიაში, თუმცა გართობას და აზარტულ თამაშებს გადაყოლილი ბრორი სწრაფად კარგავს ინტერესსს მეუღლისა და პლანტაციების მიმართ, მიტოვებული კარენი კი, სიმპათიურ მამაკაცს ეცნობა და მთელი გულით უყვარდება.

„სილკვუდი“(Silkwood, 1983) 

როლი – კარენ სილკვუდი, ქიმიური საწარმოს თანამშრომელი, 1985 წლის „ოსკარის“ ნომინაცია. ფილმის სიუჟეტი – 1970-იან წლებში კარენ სილკვუდი საწარმოს ადმინისტრაციასთან იწყებს ბრძოლას, რომელსაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევებსა და რადიაციის გაჟონვით თანამშრომლების მასიურ დასნეულებაში ადანაშაულებს.

„ირმებზე მონადირე“ (The Deer Hunter, 1978)

როლი – ლინდა, 1979 წლის „ოსკარის“ ნომინაცია. ფილმის სიუჟეტი – სამი ახალგაზრდა მამაკაცის ისტორია რომელთაც ვიეტნამის ომში მოუწიათ ბრძოლა და საკუთარ თავზე გამოსცადეს ომის ყველა საშინელება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები