LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმები, რომლებიც ახალ გამარჯვებებზე შთაგვაგონებენ

„ჯოი“ (Joy, 2015) – ჯოი მანგანოს – გამბედავი ამერიკელი ქალბატონის ისტორია, რომლისაც მართალია, არავის სჯეროდა, მაგრამ მან მაინც შეძლო ბიზნესის დამოუკიდებლად დაწყება და წარმატების მიღევა.

“თვალისმომჭრელი სისუფთავე” (Sunshine Cleaning, 2008) – აბსოლუტურად განსხვავებული დები მეტად უცნაურ – დანაშაულის ადგილის დასუფთავების ბიზნესში ერთვებიან, რათა ერთ-ერთის შვილის კერძო სკოლაში განათლების მიღების საშუალება მისცენ.

“ჯული და ჯულია: ვამზადებთ ბედნიერებას რეცეპტით“ (Julie & Julia, 2009)  – ერთფეროვანი ცხოვრებით დაღლილი ჯული პაუელი, ორიგინალურ გამოსავალს პოულობს და მოწყენილობას ცნობილი კულინარის ჯულია ჩაილდის კულინარიული წიგნიდან 524 კერძის მომზადებით ცდილობს.

“ერინ ბროკოვიჩი” (Erin Brockovich, 2000)  – დამწყები იურისტის ერინ ბროკოვიჩის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი. სამი შვილის მარტოხელა დედა იურიდიულ კანტორაში იწყებს მუშაობას და მართალია, ნაკლებად აქვს წისვლის იმედი, თუმცა საკუთარი სითამამისა და სიჯიუტის წყალობით, წარმოუდგენელ წარმატებას აღწევს.

 

“გამყიდველი” (The Goods: Live Hard, Sell Hard, 2009) – მეორადი ავტომობილების ფირმის თანამშრომლი რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა – ახალგაზრდა მამაკაცმა 211 მანქანა უნდა გაყიდოს, რათა ფირმა გაკოტრებისგან გადაარჩინოს.

“აქ ეწევიან” (Thank You for Smoking, 2005) – ნიკ ტეილორის საქმიანობას თამბაქოს პროპაგანდა წარმოადგენს და მართალია, იდეალურად ასრულებს სამუშაოს, მაგრამ თავად თამბაქოს წინააღმდეგია, სამსახური კი, მხოლოდ სრულფასოვანი ცხოვრებისა და შვილის ღირსეულად აღსაზრდელად სჭირდება.

“უოლ-სტრიტის მგელი” (The Wolf of Wall Street, 2013) – ჯორდან ბელფორტი მოხერხებული ბროკერია, რომელიც საკუთარ ფირმას ქმნის და წარმატებასაც აღწევს, თუმცა მისი საქმიანობით გამოძიების ფედერალური ბიურო ინტერესდება.

„ჯერი მაგუაირი” (Jerry Maguire, 1996) – სამსახურის გარეშე დარჩენილი სპორტულ აგენტს საკუთარი კომპანიის შექმნა სურს, თუმცა მისი წარმატების არავის სჯერა, უსაზღვროდ შეყვარებული დოროთისა და ნიჭიერი, თუმცა ზედმეტად თავდაჯერებული სპორტსმენისა როდ ტიდუელისა. ყოფილი კოლეგები მაქსიმალურად უშლიან ხელს მაგუაირის ნებისმიერ წამოწყებას, თუმცა ის მაინც წინ მიიწევს, რადგან არ აქვს შეცდომის დაშვების უფლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები