LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმები, რომლებიც სამოგზაუროდ განგაწყობთ

„ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“ (Vicky Cristina Barcelona, 2008)

ორი ამერიკელი ქალბატონი, სიმპათიური მხატვარი და ნამდვილი სამხრეთული ვნებები მშვენიერი ბარსელონას ფონზე – დროა რომანტიკული თავგადასავლების საძიებლად ყველა კატალონიის დედაქალაქში გავემგზავროთ!

„გზა“ (The Way, 2010)

შვილდაკარგული მამა კალიფორნიაში ტოვებს წარმატებულ ცხოვრებას და საფრანგეთის პირენეებში იმავე მარშრუტის გავლას ცდილობს, რომელიც შტორმის დროს მის ტრაგიკულად დაღუპულ შვილს უნდა გაევლო.

„ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ (Eat, Pray, Love, 2010)

ერთ მშვენიერ დღეს ელიზაბეტი ხვდება, რომ ყოველდღიურ რუტინას შეგუებულმა უარი თქვა საკუთარ ოცნებებზე. თუმცა, ქმართან განქორწინების და საყვარლის მიტოვების შემდეგ სამოგზაუროდ მიდის, რაც ახალი ჰორიზონტებისა და საკუთარი თავის აღმოჩენაში ეხმარება.

„ველურ პირობებში“ (Into the Wild, 2007)

შეძლებული ახალგაზრდას რეალური ისტორია, რომელიც უარს ამბობს უზრუნველყოფილ ცხოვრებაზე და ორი წელი მექსიკაში, შეერთებულ შტატებში მოგზაურობს, ბოლოს კი, ალასკაზე ავტობუსში სახლდება – მართლაც ნამდვილი გმირობაა!

„პარიზი მოიცდის“ (Paris Can Wait, 2016)

მეუღლის უყურადღებობით დაღლილი ანა კანიდან პარიზში ორდღიან მოგზაურობაში მიემგზავრება, სწორედ ქმრის პარტნიორთან აბამს რომანს და ხვდება, რამდენად მშვენიერია თავისუფალი ცხოვრება.

„თაფლობისთვე მშობიარობამდე“ (The Babymoon, 2017)

მშობიარობის წინ ქმარი საყვარელ ცოლს კიდევ ერთ თაფლობის თვეს ყველაზე ეგზოტიკურ ქვეყანაში – ბრაზილიაში უწყობს, თუმცა რომანტიკული თავგადასავლის ნაცვლად წყვილი პოლიტიკური ქაოსისა და რევოლუციის უნებლიე მონაწილე ხდება.

„უოლტერ მიტის საიდუმლო ცხოვრება“ (The Secret Life of Walter Mitty, 2013)

სანატრელი ფოტოს ძიებაში მეოცნებე უოლტერ მიტი გრელანდიაში, ისლანდიასა და ჰიმალაიში მოგზაურობს, წარმოსახვების სამყაროდან კი, რეალობას უბრუნდება და ნელ-ნელა ხვდება რა არის ნამდვილი ცხოვრება.

„ტრასა 60“ (Interstate 60, 2002)

მსუბუქი ფილმი, სადაც მარადიული კითხვები – ვინ ვართ და რა გვინდა? ამჯერად მთავარ პერსონაჟებს უცნაურ მოგზაურობაში უჩნდებათ, სადაც აწმყო, მომავალი და შესაძლებელი ერთმანეთშია არეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები