LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმები, რომლებიც ყველა მომავალმა სტუდენტმა უნდა ნახოს

1351

გამოსაშვები კლასის მოსწავლეებმა, ანუ მათ, ვინც სტუდენტობისთვის და ახალი ეტაპის დაწყებისთვის ემზადება, ვთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფილმს, რათა მორალურად მაინც მოემზადონ ზრდასრული და ბევრად საპასუხისმგებლო ცხოვრებისთვის.

„საპატიო ნუსხა“ (The Honor List, 2018) – მეგობრები მნიშვნელოვანი საქმეთა ნუსხას ადგენენ და ერთმანეთს მათ შესრულებას სკოლის დასრულებამდე ჰპირდებიან, თუმცა ახლოვდება გამოსაშვები საღამო, მათი მეგობრობა კი, აღარაა ისეთი საიმედო როგორც ბავშვობაში და გოგონებიც, ძველი ურთიერთობის აღდგენად, ყველა პირობის რამდენიმე დღეში შესრულებას ცდილობენ.

„ლედი Bird“ (Lady Bird, 2017) – კათოლიკური სკოლის მოსწავლე კრისტინა ნამდვილი თავის ტკივილია როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მშობლებისთვის. გოგონა დიდ სიყვარულზე,  ნიუ-იორკში ცხოვრებას ნატრობს და ოცნების ასასრულებლად დაუკითხავად იპარება სახლიდან.

„თავგადასავლების სამყარო“ (Adventureland, 2008) – ფინანსური კრიზისი ბრაიანს ევროპულ ტურნეზე უარის თქმას და ზაფხულის მშობლიურ ქალაქში გატარებას აიძულებს. არდადეგების საინტერესოდ გატარების სურვილით მომავალი სტუდენტი ატრაქციონების პარკში იწყებს მუშაობას და წარმოდგენაც არ აქვს, ახალი ნაცნობობა სამუდამოდ შეცვლის მის ცხოვრებას.

„ველურ პირობებში“ (Into the Wild, 2007) –  კოლეჯის საუკეთესო მოსწავლე, ნიჭიერი და წარმატებული ბრაიანი, რომელსაც პედაგოგები ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ვერ ამართლებს მშობლების იმედებს, სწავლას თავს ანებებს და საკუთარი დანაზოგის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვის შემდეგ ალიასკაზე მიემგზავრება.

„მონა ლიზას ღიმილი“ (Mona Lisa Smile, 2003) – ფილმის მოქმედება 1950-იან ამერიკაში ვითარდება, როცა ქალთა კოლეჯში ახალი პედაგოგი, თამამი და სტერიოტიპებისგან თავისუფალი ენნ უოტსონი იწყებს მუშაობას. ახალგაზრდა ქალი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გოგონებში, რადგან სწორედ მისგან გებულობენ, რომ ცხოვრება ბევრად განსხვავდება კოლეჯის დადგენილი წესებისგან.

„ამერიკული ნამცხვარი“ (American Pie, 1999) – მეგობრები თავისებურად ცდილობენ სკოლის დასრულების აღნიშვნას და გამოსაშვებ საღამომდე იმ გოგონას პოვნას ცდილობენ, ვისთანაც პირველი ინტიმურ გამოცდილებას შეიძენენ.

„დიდების თავბრუსხვევა“ (Glory Daze, 1995) – სანტა კრუსის კოლეჯის დასრულების შემდეგ, მეგობრებს ძალიან არ უნდათ დაშორება და ნაქირავებ ბინაში მთელი წელი ერთად ცხოვრობენ. შეიძლება თუ არა უზრუნველი ცხოვრების გაგრძელება, როცა იძულებული ხარ დაიწყო ზრდასრული ცხოვრება – სწორედ ამ კითხვას სვამს ფილმის რეჟისორი და პასუხის გაცემას თავად მაყურებელს სთავაზობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები