LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმები, რომლებიც ყველა თანამედროვე დედამ უნდა ნახოს

კლუბი „სკოლა“ (Public Schooled) – კაილ რაიდაუტის სახალისო კომედია ზედმეტად მზრუნველი დედისა და მისი მოზარდი შვილის ურთიერთობის ისტორია, რომელიც გარე სამყაროს შეუჩვევევლი, საკმაოდ გვიან იწყებს თანამედროვე მოზარდების ცხოვრების შესწავლას.

„არ ვიცი, როგორ აკეთებს ამას“ (I Don’t Know How She Does It) – მართალია, ენერგიული ქეითი ყველაფერს სწრაფად და მარტივად აკეთებს – ნამცხვარსაც აცხობს სკოლის დღსასწაულისთვის და პრეზენტაციასაც ამზადებს მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის, შვილსაც უვლის და არც მეუღლეს აკლებს მზრუნველობას, მაგრამ არავინ იცის, სინამდვილეში რამდენად ძვირი უჯდება იდეალური ქალის როლის შესრულება. დუგლას მაკგრანტის კომედიურ მელოდრამაში მთავარი როლები სარა ჯესიკა პარკერმა და პირს ბროსნანმა შეასრულეს.

„მე-20 საუკუნის ქალები“ (20th Century Women) – მაიკ მილსის დრამას მაყურებელი გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაჰყავს და მარტოხელა დედის ისტორიას მოლუთხრობს, რომელიც უამრავი სირთულის მიუხედავად დამოუკიდებლად ცდილობს შვილის აღზრდას.

„მამა მია!“ / „მამა მია 2!“ (Mamma Mia! / Mamma Mia! Here We Go Again) – ფილიდა ლოიდის მიუზიკლი ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით, ახალგაზრდა სოფის ისტორიაა, რომელიც ნამდვილი მამის ვინაობის გასარკვევად, სამ სავარაუდო კანდიდატს საკუთარ ქორწილში პატიჟებს.

„ძალიან ცუდი დედები“ / „ძალიან ცუდი დედები 2“ (Bad Moms / A Bad Moms Christmas) – ჯონ ლუკასის და სკოტ მურის კომედიის მთავარი პერსონაჟი ემი საშინაო საქმეებში ჩაფლული ახალგაზრდა ქალია, რომელიც ვერც ამჩნევს როგორ ღალატობს ქმარი. თუმცა, მოულოდნელად მხილების შემდეგ, თავს ანებებს ყველა საქმეს, უარს ამბობს იდეალური ქალის როლზე და საკუთარ თავს ცუდ „დედა“ აცხადებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები