LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმები, სადაც მსახიობებს რეალურად შეუყვარდათ ერთმანეთი

„ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“ (Vicky Cristina Barcelona, 2008) – რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იყო ორ ვნებიან ესპანელს – ხავიერ ბარდემსა და პენელოპა კრუსს ერთმანეთი ვუდი ალენის პირველ კატალონიურ ფილმში არ შყვარებოდათ.

„მისტერ და მისსის სმიტი (Mr. & Mrs. Smith, 2005) – მართალია, ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ქორწინებამ კრახი განიცადა, თუმცა ფილმში მათი გრძნობები აბსოლუტურად რეალურია.

„სასტიკი თამაშები“ (Cruel Intentions, 1999) – რიზ უიზერსპუნსა და რაიან ფილიპსის ეკრანულმა სიყვარულმა რეალურ ცხოვრებაში გადაინაცვლა, გადაღებების დასრულების შემდეგ კი, წყვილმა ოფიციალურადაც გააფორმა საკუთარი ურთიერთობა.

„ჯილი“ (Gigli, 2003) – „ოქროს ჟოლოს“ ექვსმა პრემიამ ყველას დასწყვიტა გული ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის გარდა, რომელთაც სწორედ გადასაღებ მოედანზე შეუყვარდათ ერთმანეთი.

„რომის დღიური“ (The Rum Diary, 2010) – ახალგაზრდა ემბერ ჰერდის სიყვარულით ჯონი დეპმა 14-წლიანი ქორწინების შემდეგ ვანასი პარადი ორ შვილით და „ტკბილი მოგონებებით“ დატოვა.

„ნაბიჯი წინ“ (Step Up, 2006) – სინჯებზე მისვლისას ჩენინგ ტატუმსა და ჯენა დიუენს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ფილმი წარმატებასაც ერთად ბედნიერ სიყვარულსაც მოუტანდა!

„ლამაზი ალფი, ანუ რა სურთ მამაკაცებს“ (Alfie, 2004) – ჯუდ ლოუს რომანებზე ასობით მელოდრამის გადაღება შეიძლება. დრამატული კომედიის „ალფი“ გადასაღებ მოედანზე კი, მსახიობმა სიენა მილერთან გააბა რომანი, რომელიც რეალურ ცხოვრებაშიც გააგრძელა.

„ახალი ადამიანი-ობობა“ (The Amazing Spider-Man, 2012) – ემა სტოუნისა და ენდრიუ გარფილდის რომანი მხოლოდ ხუთ წელს გაგრძელდა, თუმცა ცოტა ხნის წინ სტოუნმა აღიარა, რომ ჯერ კიდევ უყვარს თავისი „სპაიდერმენი“.

 „ბინა“ (L’appartement, 1996) – მართალია, ვენსან კასელს გული დაწყდა, როცა გაიგო, რომ პარტნიორად უცნობი მოდელი შეურჩიეს, თუმცა არასასიოამოვნო ნაცნობობა მალე  ნამდვილ სიყვარულში გადაიზარდა, რომელიც 14 წელს გაგრძელდა.

„ქუხილის დღეები“ (Days of Thunde, 1990) – მართალია, დღეს საკმაოდ რთული დასაჯერებელია, მაგრამ სწორედ სპორტული დრამის გადასაღებ მოედანზე დაიწყო ტომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანის თავბრუდამხვევი რომანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები