LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმები საზაფხულო განწყობის შესაქმნელად

„რომაული არდადეგები“ (Roman Holiday) – ჟანრის კლასიკად ქცეული მელოდრამა შეუდარებელი ოდრი ჰეპბერნისა და გრეგორი პეკის მონაწილეობით, ახალგაზრდა პრინცესა ანას ისტორიაა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს რომს, თუმცა „მეფური ვალდებულებებით“ გადაღლილი სასახლიდან იპარება და ამერიკელ რეპორტიორს ჯო ბრედლის ხვდება, რომელიც ახალი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით ამდიდრებს ანას ცხოვრებას.

„დიდი შხეფი“ (A Bigger Splash) – იტალიელი რეჟისორის ლუკა გუადანიონის ფილმები ყოველთვის საზაფხულო განწყობას ქმნიან და გამონაკლისი არც „დიდი შხეფია“, რომელიც მაყურებელს პოპულარული პოკ-ვარსკვლავის და მისი რჩეულის თავგადასავალზე მოუთხრობს სამხრეთ იტალიაში.

„ნიჭიერი მისტერ რიპლი“ (The Talented Mr. Ripley) – პატრიცია ჰაისმიტის რომანის მიხედვით შექმნილი ფსიქოლოგიური ტრილერის მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა  მუსიკოსი ტომ რიპლია, რომელიც მდიდარი ბიზნესმენის თხოვნით ევროპაში მიემგზავრება და მისი შვილის ამერიკაში დაბრუნებას ცდილობს. ფილმის დიდი ნაწილი ენტონი მინგელამ იტალიაში გადაიღო, ამიტომ ზღვა, პლაჟები და მთავარი პერსონაჟების უდარდელი ცხოვრება ნამდვილად შეგიქმნით საზაფხულო განწყობას.

 

„რომაული თავგადასავალი“ (To Rome with Love”) – ვუდი ალენის მსუბუქი კომედია ოთხ  რომანტიკულ ისტორიას აერთიანებს, რომლის მთავარი გმირები სწორედ ზაფხულის რომში პოულობენ სიყვარულს და ებმებიან მხიარულ თავგადასავლებში.

 „მომმართე შენი სახელით“ (Call Me by Your Name) – ლუკა გუადანიონის კიდევ ერთი ფილმი საზაფხულო განწყობით, რომელიც დამწყები მსახიობის ტიმოტი შალამეს ტრიუმფად იქცა, ახალგაზრდა მამაკაცების აკრძალულ სიყვარულზეა, რომელთა ისტორია ლომბარდიის მცხუნვარე მზის ფონზე ვითარდება.

07

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები