LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმი “ანას ცხოვრება” საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოგზაურობას განაგრძობს

112

ნინო ბასილიას ფილმი “ანას ცხოვრება” ქაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი.

ფესტივალი 2016 წლის 15-24 ნოემბერს გაიმართება.

ქაიროს კინოფესტივალი უმაღლესი, A – კლასის კინოფესტივალია, რომელიც ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში 1976 წლიდან ტარდება.

მანამდე, 9-17 სექტემბერს “ანას ცხოვრება” რუსეთში სახალინის საერთაშორისო კინოფესტივალის “Край света” საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

“ანას ცხოვრება” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთში გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. იგი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი.

ფილმს უკვე აქვს 2 საერთაშორისო ჯილდო. კინოფესტივალის CINEMA JOVE გრან პრი და კინოფესტივალზე Construir Cine მოპოვებული მთავარი პრიზი Merit Award.

gnfc.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები