LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმი “ანას ცხოვრება” ვალენსიას და ერევანის საერთაშორისო კინოფესტივალებზე

143

ნინო ბასილიას სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “ანას ცხოვრება” საფესტივალო ცხოვრებას განაგრძობს.
ამჯერად ფილმი კიდევ ორ საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას.

“ანას ცხოვრება” ვალენსიას საერთაშორისო კინოფესტივალის CINEMA JOVE და ერევანის საერთაშორისო კინოფესტივალის GOLDEN APRICOT საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი.

ვალენსიას საერთაშორისო კინოფესტივალი, სადაც ფილმის ესპანური პრემირა შედგება, 17-24 ივნისს გაიმართება, ხოლო ერევანის საერთაშორისო კინოფესტივალი 10-17 ივლისს ჩატარდება.

“ანას ცხოვრება” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, მას შემდეგ კი ფილმი არაერთ კინოფესტივალზე იყო მიწვეული.

gnfc.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები