LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმი „საშიში დედა” ერთდროულად 3 სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

102

ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევრის “საშიში დედა” პრიზებს 3 საერთაშორისო ჯილდო შეემატა.

ფილმი ერთდროულად 3 კინოფესტივალზე დაჯილდოვდა:

მთავარი ჯილდო Top Golden Gate Prize საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვისთვის სან ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალზე;

კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ჯილდო FIPRESCI ევროპული კინოს ფესტივალზე;

ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის საერთაშორისო კინოფესტივალზე Med Cinema Festival of Tetouan;

„საშიში დედა” ანა ურუშაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმს არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის „ოქროს ლეოპარდი” ლოკარნოს კინოფესტივალზე, სარაევოს კინოფესტივალის გრან პრი და Asia Pacific Screen Awards-ზე მოპოვებული 2 აზიური ოსკარი. „საშიში დედა” შარშან საქართველოს კანდიდატი ფილმი იყო ოსკარზე.

„საშიში დედა” აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. ფილმი 50 წლის ქალის, მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები