LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმის პრემიერაზე მისული სკარლეტ იოჰანსონი ფრანგი დიზაინერის კაბაში ბრწყინავდა

135

ამ დღეებში, პარიზში ფილმის „მოჩვენება ჯავშანში“ პრემიერა გაიმართა. წითელ ხალიჩაზე გადამღებ ჯგუფთან ერთად მთავარი როლის შემსრულებელი, სკარლეტ იოჰანსონი გამოჩნდა. 32 წლის მსახიობი, რომელიც როგორც ყოველთვის, სექსუალურად გამოიყურებოდა და ბუნებრივია, მომენტალურად ყურადღების ცენტრში მოექცა.

მას ფრანგების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დიზაინერის, Azzedine Alaïa-ს კაბა ეცვა, რომელიც Lanvin-ის ხელჩანთითა და Chloe-ს მარგალიტის საყურეებით ჰქონდა გაწყობილი.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის სკარლეტისა და მისი ყოფილი მეუღლის, რომენ დორიაკის განქორწინების პროცესი მიმდინარეობს. წყვილი საერთო ქალიშვილის მეურვეობის საკითხებზე ვერ თანხმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები