LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმის პრემიერაზე რიანა შთამბეჭდავ კაბაში გამოცხადდა

71

17 ივლისს, ლოს-ანჯელესში ფილმის „ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი“ პრემიერა გაიმართა. საღამოს ერთ-ერთი მთავარი საპატიო სტუმარი რიანა იყო, რომელიც ფილმში მონაწილეობს.

ვარსკვლავმა გადაწყვიტა, პრემიერაზე გარშემომყოფებისთვის შთაბეჭდილება მოეხდინა და ეს ნამდვილად გამოუვიდა: მას ვარდისფერი კაბა ეცვა, რომელიც წინ მოკლე, ხოლო უკან საკმაოდ გრძელი იყო. კაბას მოშიშვლებული მხრები ჰქონდა, ხოლო თავად რიანა, როგორც ყოველთვის თავდაჯერებული იყო.

წითელ ხალიჩაზე ასევე კრის ვუ, ამელაინ ველიდი და ფილმის რეჟისორი ლუკ ბესონი გამოჩნდნენ. პრემიერიდან ფოტო თავად რიანამაც გააზიარა და განაცხადა, რომ ამაყია ლუკ ბესონთან თანამშრომლობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები