LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან – გიორგი კახიანი

87

“უკვე ცნობილია, რომ ფინანსთა, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან, ამიტომ ამ სამინისტროების მოადგილეები იქნებიან წარმოდგენლნი მთავრობის ახალ შემადგენლობაში,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ცვლილებების განხორციელებას სჭირდება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების გატარება, ამის გაკეთება ამ კვირის განმავლობაში შეუძლებელია, როგორც მოგეხსენებათ მთავრობის ფორმირებას თავისი ვადები აქვს და ამ კვირაშივე უნდა მოხდეს მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა და პარლამენტმა მას ნდობა უნდა გამოუცხადოს, ამიტომ მოხდება ამჟამად მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება, ეს იქნება იგივე შემადგენლობა იმ განსხვავებით, რომ სამინისტრო წარმოდგენილი იქნება მინისტრის მოადგილეების სახით. ხვალვე დავიწყებთ პროცედურებს. დილის 11-დან საკომიტეტო განხილვები დაიწყება, ჩატარდება გაერთიანებული კომიტეტების სხდომები. მოვუსმენთ მთავრობის შემადგენლობის წარმომადგენლებს და ხვალვე იქნება პოლიტიკური ნაწილი, იმ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს, ვისაც ენქებათ სურვილი შეხვდნენ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, ხვალვე შეუძლიათ ეს გააკეთონ სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში და ოთხშაბათს პლენარულ სხდომაზე ვიმსჯელებთ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე. ამის შემდეგ უახლოეს პერიოდში მოხდება ახალი კანონპროექტების წარდგენა, რომლებიც სამინისტროების გაერთიანებას ეხება,”- განაცხადა კახიანმა.