LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი 4%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას ელის

76

ექვსი თვის შედეგების მიხედვით პოზიტიური შედეგები გვაქვს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიმართულებით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, „ამბასადორიალი 2017″-ის ფარგლებში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ქუმსიშვილის თქმით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 4.5%-ი შეადგინა; იანვარში მშპ-ს ზრდა იყო 5.2%, თებერვალში – 4.4%, მარტში – 5.3% აპრილში 2.1%, მაისში – 5.3%.

„აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე ჩვენ ველოდებით 4%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა და დასძინა, რომ
2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 605 ათასი შეადგინა (ზრდა გასულ წელთან შედარებით 4,7%-ი) .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები