LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი მძღოლებს პრობლემის გადასაჭრელად 3 თვიან ვადას სთავაზობს

133

ფინანსთა სამინისტროში უწყების ხელმძღვანელ ივანე მაჭავარიანსა და ტრაილერების გაფიცულ მძღოლთა ნაწილს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მძღოლები უკმაყოფილებას არ მალავენ, თუმცა აცხადებენ, რომ მათი საბოლოო გადაწყვეტილება აქციის შეჩერებასთან დაკავშირებით ერთ საათში გახდება ცნობილი.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა მათ სამთვიანი ვადა შესთავაზა, რომ ჩატარდეს ერთობლივი მუშაობა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც საქართველოში ტრაილერებით ხორბლის იმპორტს შეეხება. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტრო ავტოტრანსპორტით ხორბლის იმპორტის აკრძალვას ავტოსაგზაო მონაკვეთზე არსებულ პრობლემას უკავშირებს, რაც მათივე განცხადებით, გარდა შექმნილი დისკომფორტისა და უსაფრთხოების ნორმებისა, ტურისტული ნაკადის შემცირებაზეც აისახება.

იმ შემთხვევაში, თუ ტრაილერების მძღოლები ფინანსთა მინისტრის შეთავაზებას დათანხმდებიან, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის მუშაობაშიც მძღოლებიც იქნებიან ჩარულნი. ასევე, შესაძლოა მასში ჩაერთოს შს სამინისტროც, რათა ერთობლივად შეჯერდნენ სხვადასხვა საკითხზე. საბოლოო გადაწყვეტილება კი ამ მუშაობის შემდეგ მიიღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები