LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი: სესხს მიიღებს ყველა, ვისაც გადახდის საშუალება ექნება

45

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საბანკო სესხს მიიღებს ყველა, ვისაც გადახდის საშუალება ექნება. ივანე მაჭავარიანის თქმით, ნეგატიური გავლენა პროგნოზირებულია, მხოლოდ 0.6 პროცენტზე, ისიც მხოლოდ მოკლე ვადაში. მისივე განმარტებით, ნებისმიერი ეკონომიკური კრიზისის საფუძველი ჭარბვალიანობაა.

„ნებისმიერი კრიზისი, რომ აიღოთ მსოფლიოში, ყოველთვის მის ძირში დევს ჭარბვალიანობა. ეს იწვევს კრიზისს. ამან გამოიწვია 30-იან წლებში ამერიკაში და 2008 წელსაც. ყოველთვის ჭარბვალიანობა დევს ყველა კრიზისის სათავეში. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხს სჭირდებოდა მიხედვა. ეს იყო ტოქსიკური გზა, რეალურად არანაირ შვებას არ აძლევდა ადამიანებს გრძელ ვადაში. სესხს მიიღებს ყველა, ვისაც მისი გადახდის საშუალება ექნება. ღმერთმა დაიფაროს, რომ საბანკო სექტორი დაზიანდეს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები