LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარი იმის შესახებ, რომ კომპანიას აქვს საგადასახადო დავალიანება, არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოს

61

ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარი იმის შესახებ, რომ კომპანიას აქვს საგადასახადო დავალიანება, არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოს. ამის შესახებ  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, რითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ 21 ივლისს ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურნენ. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 1¹ ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად: საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება და საჯაროა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია.
“ამდენად, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული შეფასება არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები