LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე 2018 წლის ბიუჯეტში თანხის არასაკმარისობაზე საუბრობს

77

„2018 წლის ბიუჯეტის პროექტით სახანძროსამაშველო სამსახურისთვის გათვალისწინებული თანხა ვერტმფრენის ყიდვისთვის  არასაკმარისია,“ – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოაგილემ, გიორგი კაკაურიძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინათინ ბოკუჩავას, კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დეპუტატი დაინტერესდა იმით, რომ მიუხედავად სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბიუჯეტის 20 მილიონი ლარით ზრდისა, შესაძლებელია თუა არა მისი სრულად აღჭურვა ამ თანხით, მათ შორის ვერტმფრენის ყიდვა.

საჭიროა, რომ ქვეყანას 5-6 ვერტმფრენი ჰყავდეს, რა თქმა უნდა, ეს თანხა ამისთვის არასაკმარისია, მეტი თანხა დაგვჭირდება. ეს პროცესი, დაახლოებით, 2-3-წლიანი იქნება, რათა სრულად აღიჭურვოს სახანძრო სამსახური,“ – განაცხადა კაკაურიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები