LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლარის გაუფასურებას ერთჯერად მოლოდინებს უკავშირებს

59

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე, დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ერთჯერად მოლოდინებს უკავშირებს.

მისივე თქმით, ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა მთავრობის მიერ გაცემულ სამთვიან სესხებს არ მოუხდენია, რაზეც ოპოზიციაში აპელირებენ.

წელს შეიძლება, იმის რესურსი არ იყოს, რომ ეს გაგრძელდეს, მაგრამ ფულის მართვის ეს პრაქტიკა მომავალშიც იქნება გათვალისწინებული, ვინაიდან წელი მთავრდება და ეს პრაქტიკა წლის შიგნით არის. შეიძლება, უფრო მოკლევადიანი სესხები იყოს. შეიძლება, მომავალ წელს უფრო გრძელვადიანი სესხიც გავაკეთოთ.

“რაც შეეხება ლარის კურსის ცვლილებას, ეს ერთჯერადი მოლოდინებით იყო გამოწვეული. მოსახლეობამ ლარზე დაწოლა განახორციელა და უფრო მეტი მოცულობით დოლარი შეისყიდა, ვიდრე კონკრეტულ პერიოდში იყო საჭირო და, შესაძლებელია, ლარზე დაწოლა ამან გამოიწვია, – განაცხადა კაკაურიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები