LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრის მოადგლე: საგადასახადო შემოსავლებში 200 მილიონი ლარით გვაქვს გადაჭარბება

65

9 თვის მდგომარეობით, ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი გადაჭარბებით გვაქვს შესრულებული, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. კაკაურიძის განცხადებით, 95 %-ითაა შესრულებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი.

“გრძელდება განხილვა 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ტენდენციებთან დაკავშირებით. ჩვენ 9 თვის მდგომარეობით, გადაჭარბებით გვაქვს შესრულებული შემოსავლების ნაწილი. შემოსავლების ნაწილში მათ შორის აღსანიშნავია საგადასახადო შემოსავლები, სადაც დაახლოებით 200 მილიონი ლარით გვაქვს გადაჭარბება. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები 9 თვის გეგმასთან მიმართებაში 95.9%-ია, წლიურ გეგმასთან მიმართებაში კი თითქმის 75%, რაც ნიშნავს რომ კვარტლების მიხედვით ხდება მაქსიმალურად გათანაბრებული ხარჯვა, -აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები