LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსნები გადადგნენ – საზოგადოებრივი მაუწყებელი

78

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე მაღალჩინოსანმა დატოვა, მათ შორის – ხელმძღვანელმა, გიორგი ბადაშვილმა, ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა განაცხადა, რომ ბადაშვილი და მისი მოადგილეები ამ დროისთვის თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, თუმცა ბადაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი განიხილება.

გრძელიშვილის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება ორშაბათს გააკეთებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები