LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსურმა ინსტიტუტებმა სესხები კლიენტის გადახდისუნარიანობის შესწავლის საფუძველზე უნდა გასცენ

64

ფინანსურმა ინსტიტუტებმა სესხები კლიენტის გადახდისუნარიანობის შესწავლის საფუძველზე უნდა გასცენ. რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის სავალდებულო იქნება 2018 წლის 1 ნოემბრიდან, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან სესხის ყველა გამცემ სუბიექტზე გავრცელდება.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვის მიზნით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის რეგულაციის შემოღების შესახებ. მისივე განმარტებით, სესხის მომსახურებისა (PTI) და უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტები არ უნდა აჭარბებდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ნორმებს.

“აღნიშნული ნორმები განსხვავებული იქნება ადგილობრივი და უცხოური ვალუტის სესხებისთვის, რისი მიზანიც, თავის მხრივ, ფინანსური სისტემის მაღალი დოლარიზაციით გამოწვეული სისტემური რისკების შემცირებაა. დებულების სამუშაო ვერსია საჯარო განხილვისთვის 16 ივლისს გამოქვეყნდა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა შენიშვნებისა თუ მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა. აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით მომზადდა დებულების განახლებული პროექტი, რომლის მიღება მიმდინარე თვის ბოლოსთვის მოხდება. დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები კომერციული ბანკებისთვის სავალდებულო იქნება 2018 წლის 1 ნოემბრიდან, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან სესხის ყველა გამცემ სუბიექტზე გავრცელდება. აქვე აღსანიშნავია, რომ 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი, რომელიც 50 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული ცვლილება დამატებით შეუწყობს ხელს ბაზარზე მაღალრისკიანი პროდუქტების შეკვეცას”,- განაცხადა გვენეტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები