LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში დასაქმებულებს ძილისთვის ხელფასს გადაუხდიან

425

ფინეთი მზადაა, რომ სამსახურში ძილისთვის ხელფასი გადაიხადოს. ჰელსინკში ახალი ტრენდი შემოვიდა, დამსაქმებლები თანამშრომლებს სამუშაო პროცესის დროს გამოძინებისკენ მოუწოდებენ. ყველაფერი კი ფინური ფროფკავშირების დამსახურებაა. როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს, თუკი ადამიანს შუა დღეს გამოძინების საშუალება ექნება – მის მიერ შესრულებული სამუშაო ბევრად უფრო ნაყოფიერი და ხარისხიანი იქნება. სწორედ ამიტომ, ზოგიერთმა კომპანიამ პროფესიონალიც კი დაიქირავა, რომელიც ძილის საათის დროს თანამშრომლებს მოდუნებაში დაეხმარება. ბუნებრივია, დასვენების დრო სამუშაოს ნაწილად ითვლება და გამოძინებულ ფინელებს ამაშიც ხელფასსაც გადაუხდიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები