LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში რამდენიმე ადამიანს ცივი იარაღით თავს დაესხნენ

82

ფინეთში, ქალაქ ტურკუში პოლიციამ პირი დააკავა, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანს ცივი იარაღით თავს დაესხა.

თვითმხილველების თქმით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც ფინეთის პოლიცია „ტვიტერის“ გვერდზე წერს, თავდამსხმელს ფეხში ესროლეს და ის დაკავებულია.

სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, ინციდენტის ადგილას არ გაჩერდნენ.

ქალაქი ტურკუ ჰელსინკიდან სამხრეთ-დასავლეთით 140 კილომეტრში მდებარეობს.

https://www.facebook.com/ABCNews/videos/10156193014073812/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები