LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში ყველა უმუშევარი თვეში 560 ევროს მიიღებს

31

ფინეთი პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, რომელიც დაუსაქმებელ მოქალაქეებს ყოველთვიურ თანხას გადაუხდის. საბასიზო შემოსავლის შესახებ სოციალური ექსპერიმენტის შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება.

საპილოტე სქემის მიხედვით, რომელიც 1 იანვარს დაიწყო, 2 წლის განმავლობაში 2 ათასი ფინელი, 25-დან 58 წლამდე ყოველთვიურად გარანტირებულ 560 ევროს მიიღებს. შემოსავალი ჩაანაცვლებს მათ სოციალურ დახმარებებს და თანხას მიიღებენ იმ შემთხვევაშიც, თუ სამსახურს იშოვიან.

ქვეყნის სოციალური უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევას. უმუშევრობა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში 8.1%-ს შეადგენს.

უწყება იმედოვნებს, რომ სქემა 2018 წელს საბოლოოდ დაინერგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები