LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინკა ბანკი 14 მილიონი ლარით მეწარმეებს დაფინანსებს

36

საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია BlueOrchard Finance-სა და “ფინკა ბანკს” შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც “ფინკა ბანკისთვის” 14 მილიონი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. მემორანდუმის თანახმად, მიღებული დაფინანსებით განხორციელდება მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების დაფინანსების გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად საინტერესო და სასარგებლოა. დღეს ხელმოწერილი მემორანდუმით, “ფინკა ბანკი საქართველო” მიიღებს 14 მილიონ ლარს და ეს ტრანზაქცია გააძლიერებს და გაზრდის ჩვენს შესაძლებლობებს მივწვდეთ უფრო მეტ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმესა და ბიზნესის მქონე პირს მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში, სადაც ფინანსურ რესურსებსა და საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა შედარებით შეზღუდულია. ამ დაფინანსებით გავაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლების მხარდაჭერას, რათა მათ მიაღწიონ დასახულ მიზნებს და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესები თუ ოჯახები. ასეთი თანამშრომლობა მართლაც გადამწყვეტია ქვეყანაში მიკრო და მცირე ბიზეს სექტორის განვითარებისთვის“ – აღნიშნა “ფინკა ბანკის” აღმასრულებელმა დირექტორმა ვუსალ ვერდიევმა.

“მოხარულები ვართ, რომ კვლავ განვაახლეთ თანამშრომლობა “ფინკა ბანკ საქართველოსთან”. მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდება და ერთობლივად მივაღწევთ ჩვენს საერთო მიზანს, რომელიც მეწარმეებისა და ბიზნესის მქონე პირების მხარდაჭერას და მათთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შექმნას ემსახურება“, – განაცხადა ნორმუნდ მიზისმა, BlueOrchard Finance-ის რეგიონულმა მენეჯერმა ევრაზიის ქვეყნებში.

 

BlueOrchard Finance -ის შესახებ

BlueOrchard Finance 2011 წელს ჟენევაში დაარსდა, როგორც  მსოფლიო მასშტაბის მიკროსაფინანსო საინვესტიციო აქტივობების პირველი კომერციული კომპანია. იგი პრემიუმ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს სთავაზობს ინვესტორებს და უზრუნველყოფს ფინანსურ რესურსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობას განვითარებად ბაზრებზე. ამასთან, ქმნის ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და გადაწყვეტილებებს. კომპანიის ოფისები 4 კონტენენტზეა განთავსებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები