LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინკა ბანკის კლიენტი მეწარმეებისათვის ტრენინგების ციკლი დაიწყო

77

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“  “ფინკა ბანკის” კლიენტი მეწარმეებისათვის ტრენინგების ციკლი დაიწყო. პირველი შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან თბილისში გაიმართა. ტრენინგის მთავარი თემა საბანკო პროდუქტები, ბიზნესთან დაკავშირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები, ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორები, გაცვლითი კურსი, ონლაინ სესხები, დაზღვევა და საპენსიო რეფორმა იყო.

სალომე მოისწრაფიშვილი, გერმანული შემნახველი ბანკების წარმომადგენელი: „პროექტის მიზანია, მცირე მეწარმეების ფინანსური განათლების დონის ამაღლება. სათანადო ფინანსური განათლება ხელს შეუწყობს ფინანსების უკეთ მართვას, ბიუჯეტის დაგეგმვას, საბანკო პროდუქტების სწორად შერჩევას, მოსალოდნელი რისკების შეფასებასა და მათ თავიდან აცილებას. ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, მცირე ბიზნესის განვითარებას ემსახურება.“

გიორგი კეპულაძე, საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი: „დღევანდელმა ტრენინგმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. მოხარულები ვართ, რომ ვუპასუხეთ მათ ყველა კითხვას და შესაბამისად, უფრო ეფექტურად შეძლებენ თავის შემოსავლების დაგეგმვასა და ბიუჯეტის შედგენას“.

ვუსალ ვერდიევი, ფინკა ბანკისაღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენთვის, “ფინკა ბანკისთვის” მნიშნელოვანია ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ არა მხოლოდ ფინანსური მომსახურება, არამედ მივცეთ ცოდნა და განათლება, რათა შეძლონ ფინანსების სწორად და მიზნობრივად გამოყენება. მადლობა ჩვენს პარტნიორებს ამ შესაძლებლობისთვის“.

პროექტის ფარგლებში 5 შეხვედრა გაიმართება. ტრენინგები დაგეგმილია სენაკში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში. პროექტის ფარგლებში 100-მე მეწარმე გადამზადდება და გაუმჯობესდება მათი მხრიდან ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

პროექტს – ,,ფინანსური განათლება მცირე ბიზნესის განვითარებისთვის’’ “საზოგადოება და ბანკები” ”ფინკა ბანკთან” და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები