LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიქრია ჩიხრაძე კობახიძის განცხადების საფუძველზე პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს

44

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე, პროკურატურისგან  გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ირაკლი კობახიძე უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში და სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია, პრეზიდენტთან დაკავშირებით შეწყალებების შესახებ კორუფციულ ბრალდებებზე.

,,იმდენად მძიმე განცხადებები მოვისმინეთ პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის თავმჯდომარისგან პრეზიდენტის მისამართით, რომ ლოგიკურია, ამას მოჰყვეს შესაბამისი პროცედურები, დაიწყოს საქმის წარმოება და საზოგადოებას გაეცეს პასუხი.

“როდესაც საუბარია კორუფციაში ბრალდებაზე და პრეზიდენტის მიერ სამართალდამცავი სტრუქტურების მიზანმიმართულ ნგრევაზე, მის შესახებ უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები და საერთაშორისო და ქართულ საზოგადოებას გავცეთ პასუხი გვაქვს თუ არა ასეთ რამესთან საქმე.

“ეს განცხადებები ძალიან დიდი ხიფათის შემცველია და თუ ასეთი რამ რეალობაში ხდება, ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს ქართულ სახელმწიფოს და მის იმიჯს. ამიტომ დაუყოვნებლივ, ბატონი თავმჯდომარე უნდა მივიდეს პროკურატურაში და რა ინფორმაციას ფლობს ამის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენოს შესაბამისი ორგანოები და მათ დაიწყონ სათანადო პროცესი საქმის გასარკვევად,“ – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

შეწყალების საკითხზე განცხადება საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძემ თქმით, შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოროტად არის გამოყენებული.

„პრეზიდენტის ამ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთ-ერთი საფუძველი. პირველი, თეორიული ვარიანტი: უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ეს არის ყველაზე რბილი ვერსია, მეორე, ეს არის კორუფცია. თეორიულად ამასაც ვერ გამოვრიცხავთ, მესამე, ეს არის სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა,“ განაცხადა კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები