LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიტნეს კლუბში გადაღებული სელფების გაზიარება ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მეტყველებს

87

ადამიანები, რომლებიც ხშირად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში ფიტნეს კლუბში გადაღებულ ფოტოებს, ნარცისები არიან.

აღნიშნული დასკვნა ლონდონში, ბრუნელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოიტანეს.

მათ ამ საკითზე ცოტახნის წინ სპეციალური კვლევა ჩაატარეს.

“ამ ადამიანებს ფსიქოლოგიური პორბლემები აქვთ. მათი მთავარი მიზანია ხალხს დაანახონ, თუ რამდენ დროს უთმობენ საკუთარი თავის მოვლას. ეს ერთგვარი ტრაბახია, თავიანთი მიღწევების აფიშირება. მათ ჭირდებათ საზოგადოების ყურადღების ცენტრი ყოფნა და მოწონება”, – აცხადებს ერთ-ერთი მკვლევარი, თინა მარშალი.

როგორც მკვლევარები ამბობენ, სანამ ვარჯიშის დროს გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში გააზიარებთ, კარგად დაფიქრდით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები