LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფხენიანმა ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიარა

87

ჩრდილოეთ კორეამ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიარა,  – ამ ინფორმაციას ფხენიანში რუსეთის საელჩო ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ ფხენიანი ყირიმს რუსეთის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

“ჩრდილოეთ კორეა პატივს სცემს ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს და მიიჩნევს, რომ ის ლეგიტიმურია და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს”- ნათქვამია საელჩოს Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 

https://www.facebook.com/RusEmbDPRK/posts/674423199398139

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოფიციალურ ფხენიანს ანალოგიური პოზიცია აქვს კურილიის ნახევარკუნძულთან დაკავშირებითაც.
რუსეთმა ყირიმი 2014 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ მიიერთა. უკრაინა, ევროკავშირი და აშშ პლებისციტის შედეგებს არ აღიარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები