LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფლორიდის სენატმა სკოლის თანამშრომლების შეიარაღების კანონპროექტი დაამტკიცა

46

ფლორიდის შტატის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საშუალებას მისცემს სკოლის თანამშრომლებს, მოსწავლეების დასაცავად შეიარაღდნენ. მათ ე.წ. „სკოლის მარშალები“ ერქმევათ. კანონპროექტს ხმა 20-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი იყო – 18.

დოკუმენტის მიხედვით, სკოლები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას „მარშალების“ შესახებ. თითოეულ სკოლაში შეიარაღებული „მარშალი“ ათზე მეტი ვერ იქნება და არცერთ მათგანი არ უნდა იყოს მასწავლებელი.

ამასთან, ისინი ვინც მიიღებენ უფლებას ატარონ იარაღი, უნდა ჰქონდეთ ჯარში მსახურების გამოცდილება ან განვლილი ჰქონდეთ ოფიცერთა სპეციალური კურსები.

ახლა კანონპროექტმა წარმომადგენელთა პალატაში უნდა გაიაროს კენჭისყრა.

22 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სკოლის თანამშრომლებს იარაღის ტარება შესთავაზა. ამის შესახებ ქალაქ პარკლენდის (შტატი ფლორიდა) სკოლაზე თავდასხმის დროს გადარჩენილებთან შეხვედრის დროს თქვა. გარდა ამისა, მან შეხვედრის მონაწილეებს სკოლის დაცვის სამსახურში ყოფილი სამხედროების აყვანაც შესთავაზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები